PACE-მ პუტინი დიქტატორად გამოაცხადა - გონჩარენკოს ინფორმაციით, კენჭისყრას "ოცნება" არ ესწრებოდა

13.10.23 17:02
PACE-მ პუტინი დიქტატორად გამოაცხადა - გონჩარენკოს ინფორმაციით, კენჭისყრას "ოცნება" არ ესწრებოდა

ევროსაბჭომ პუტინი დიქტატორად გამოაცხადა - რეზოლუციის კენჭისყრას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ დაესწრნენ. ინფორმაციას "პირველებს" უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ დაუდასტურა. 

არადა, ევროპულ საბჭოში ​საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში ირაკლი ჩიქოვანი ხელმძღვანელობს და მასთან ერთად სესიაში მონაწილეობენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, დეპუტატები ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე და „ხალხის ძალის“ წევრი დეპუტატი ეკა სეფაშვილი.

როგორც "პირველებთან" გონჩარენკო ამბობს, რეზოლუციით ევროპული საბჭო ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რომ პუტინი დააკავონ და ამას გარდა, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომავალი წლის მარტში, პუტინი არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადონ.

რეზოლუციაში რუსეთი მოხსენიებულია დიქტატურად, პუტინი დიქტატორად და  ყველა ქვეყნისადმი მიმართვაა - დააკავონ პუტინი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე. ევროსაბჭო დღეს მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომავალი წლის მარტში, გამოაცხადონ პუტინი არალეგიტიმურ პრეზიდენტად და შეწყვიტონ მასთან ყველა სახის საქმიანი კავშირი როგორც დიქტატორ და არალეგიტიმურ პრეზიდენტთან.                                                                                                      ამ საკითხის განხილვისას მე დარბაზში არ დამინახავს ქართველი დეპუტატები. კენჭისყრის შედეგი იყო ერთსულოვანი. ეს რეზოლუცია დიდი ხნით ადრე იყო ინიცირებული. ეს საკითხი ჯერ იურიდიულ კომიტეტზე იყო გატანილი სექტემბრის თვეში და  რა თქმა უნდა, მაშინვე იცოდნენ თქვენი ქვეყნის დეპუტატებმა რომ ოქტომბრის სესიაზე საკითხი კენჭისყრაზე დადგებოდა.

თუ საქართველოს ხელისუფლება თავს ევროპის ნაწილად მიიჩნევს, ის ვალდებულია შეასრულოს ევროსაბჭოს რეკომენდაციები. თუ ეს რეკომენდაცია არ შესრულდება, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ქართული ოცნება - ეს პროკრემლისტური ოცნება, აბსოლუტურად ვასალური დამოკიდებულებით კრემლთან, პოლიტიკური ძალა საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დასატოვებლად," - ამბობს გონჩარენკო.

 43 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ ევროსაბჭომ ახალი რეზოლუცია უკვე დაამტკიცა. ევროსაბჭომ რუსეთი დიქტატურად გამოაცხადა და საერთაშორისო თანამეგობრობას პუტინის არალეგიტიმურად აღიარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.