სხვებისკენ ხელის გაშვერით გახარია ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას - სამადაშვილი

09.06.21 11:11
სხვებისკენ ხელის გაშვერით გახარია ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას - სამადაშვილი

ფრაქცია "ლელოს" დეპუტატის, სალომე სამადაშვილის, თქმით,   გუნშინდელ ინტერვიუში გახარიას მიერ გაკეთებული განცხადებები დასტურია, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა. სამადაშვილი ამბობს, რომ გახარია 20 ივნისის დარბევის საქმეზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. 

დაადასტურა ის, რაც ჩვენ ისედაც ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა არაფორმალურად იმართება ბიძინა ივანიშვილის მიერ. გაუგებარია, გახარია რას აკეთებდა თვითონ პარლამენტში, ფაქტიურად ის პარლამენტიდან ხელმძღვანელობდა დარბევის აქციას და ეს კარგად მახსოვს, იქ ვიყავი და ბატონ გახარიასთან მქონდა საუბარი. სხვებისკენ ხელის გაშვერით გიორგი გახარია ვერ გაექცევა იმ  პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება 20 ივნისის დარბევაზე", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ გუშინ, ექსკლუზიურად ტვ პირველის ეთერში უხილავ ხელზე ისაუბრა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებდა. გახარიამ არ დააკონკრეტა, გულისხმობდა თუ არა "უხილავ ხელში" ივანიშვილს.