პუტინი დიქტატორად - PACE-ს რეზოლუციას მხარი საქართველოდან მხოლოდ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა
პუტინი დიქტატორად - PACE-ს რეზოლუციას მხარი საქართველოდან მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტიის წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა დაუჭირა.
კენჭისყრას "ქართული ოცნება" არ დასწრებია. არადა, ევროპულ საბჭოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში ირაკლი ჩიქოვანი ხელმძღვანელობს და მასთან ერთად სესიაში მონაწილეობენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, დეპუტატები ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე და „ხალხის ძალის“ წევრი დეპუტატი ეკა სეფაშვილი.
43 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ ევროსაბჭომ ახალი რეზოლუცია უკვე დაამტკიცა. ევროსაბჭომ რუსეთი დიქტატურად გამოაცხადა და საერთაშორისო თანამეგობრობას პუტინის არალეგიტიმურად აღიარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.