ევროსაბჭოს დელეგაციის წევრად „ოცნება“ თინა ბოკუჩავას ბლოკავს
„ქართული ოცნება“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ბლოკავს - სახელისუფლებო გუნდი თინა ბოკუჩავას უფლებამოსილებას არ ანიჭებს და ევროპულ საბჭოში სესიებზე დასწრების უფლებას უზღუდავს.
PACE-ს რეზოლუციას, სადაც პუტინი დიქტატორად გამოაცხადეს და მის არალეგიტიმურად ცნობისკენ მოუწოდებენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ ესწრებოდნენ. ამას გარდა, უფლების შეზღუდვის გამო ვერ დაესწრო ვერც თინა ბოკუჩავა.
საპარლამენტო ხრიკების გამოყენებით და კანონის დარღვევით მე არ მიმტკიცებს უფლებამოსილებას იმისთვის, რომ ვიყო დელეგაციის ნაწილი. ფიზიკურად არ იყვნენ ევროსაბჭოში „ოცნების“ წარმომადგენლები. იმიტომ, რომ ივანიშვილის დავალებას ასრულებენ, ეშინიათ პუტინის და ბუნებრივია, ეს რეზოლუცია, რომელიც პირდაპირ პუტინის მმართველობას ეხება, რა თქმა უნდა, „ოცნებას“ ეშინია და მხარს არ უჭერს და არ აფიქსირებს პოზიციას,“ - ამბობს ბოკუჩავა.
43 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ ევროსაბჭომ ახალი რეზოლუცია უკვე დაამტკიცა. ევროსაბჭომ რუსეთი დიქტატურად გამოაცხადა და საერთაშორისო თანამეგობრობას პუტინის არალეგიტიმურად აღიარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.