"ოცნება" გაიქცა კენჭისყრის პროცესიდან და არ დაუჭირა მხარი სამართლიან, სწორ და დროულ რეზოლუციას - კუპრაძე

13.10.23 17:29
"ოცნება" გაიქცა კენჭისყრის პროცესიდან და არ დაუჭირა მხარი სამართლიან, სწორ და დროულ რეზოლუციას - კუპრაძე

"„ქართული ოცნება“, რომელიც პირდაპირ კავშირშია რუსულ ინტერესებთან, გარბის ამ დროს და იმალება, იმიტომ, რომ არ მოუწიოს მწვანე ღილაკზე ხელის დაჭერა," - ეს განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.

კუპრაძე ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება, სადაც პუტინი დიქტატორად არის მოხსენიებული და სახელმწიფოებს მის არალეგიტიმურად ცნობისკენ მოუწოდებს.

რუსეთი არის დიქტატორული, ავტორიტარული სახელმწიფო. კენჭისყრა შედგა ევროსაბჭოს დარბაზში, სადაც ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს, უბრალოდ გაიქცა კენჭისყრის პროცესიდან და არ დაუჭირა მხარი სრულიად სამართლიან, სწორ და დროულ რეზოლუციას. „ქართული ოცნება“, რომელიც პირდაპირ კავშირშია რუსულ ინტერესებთან, გარბის ამ დროს და იმალება, იმიტომ, რომ არ მოუწიოს მწვანე ღილაკზე ხელის დაჭერა,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.