უკრაინის საელჩო ისრაელში: ჰამასის თავდასხმის შედეგად ჩვენი 12 მოქალაქე დაიღუპა

13.10.23 18:04
უკრაინის საელჩო ისრაელში: ჰამასის თავდასხმის შედეგად ჩვენი 12 მოქალაქე დაიღუპა

უკრაინის საელჩო ისრაელში აცხადებს, რომ ჰამასის თავდასხმის შედეგად უკრაინის 12 მოქალაქე დაიღუპა.

ისრაელში უკრაინის 12 მოქალაქე დაიღუპა, 8 უკრაინელი კი დაკარგულად ითვლება", - აცხადებს უკრაინის საელჩო ისრაელში.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.