რუსული აგრესიისგან ჩვენი დაცვის წყალობით, საქართველოს გაეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა - ზელენსკი
გაერთიანებული საექსპედიციო ძალების წევრი ქვეყნების სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის აგრესიის მიმართ წარმატებული წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა ეძლევა.
ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში ცვლილებების მეშვეობით ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.
უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები გაჩნდება სამხრეთ კავკასიის მეზობელ შავი ზღვის რეგიონში ცვლილებების წყალობით. ეს პოტენციალს შემატებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსული აგრესიისგან ჩვენი დაცვის წყალობით, საქართველოს ახალი პერსპექტივები გაეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად," - აღნიშნა ზელენსკიმ.