საქართველოს ევროპული არჩევანი და კანდიდატის სტატუსი - ენმ საფრანგეთის საგარეო უწყებასა და პარლამენტში შეხვედრებს მართავს

13.10.23 19:13
საქართველოს ევროპული არჩევანი და კანდიდატის სტატუსი - ენმ საფრანგეთის საგარეო უწყებასა და პარლამენტში შეხვედრებს მართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საფრანგეთის დედაქალაქში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, პარლამენტშიერთობლივ შეხვედრებს მართავენ. მთავარი განხილვის თემაა საქართველოს ევროპული არჩევანი იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ, რომელიც ბრიუსელმა უნდა მიიღოს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ აგრძელებს საქართველოს ინტერესების დაცვას იმისთვის, რომ საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა არ დაკარგოს.