უკრაინული ჯარები იბრუნებენ პოზიციებს, რუსები კი კარგავენ - სტოლტენბერგი

13.10.23 19:32
უკრაინული ჯარები იბრუნებენ პოზიციებს, რუსები კი კარგავენ - სტოლტენბერგი

"უკრაინის ჯარების კონტრშეტევა, მიუხედავად ყველა სირთულისა, წინ მიიწევს და უკრაინული ჯარები იბრუნებენ პოზიციებს, რუსები კი კარგავენ", - ეს განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

შეხვედრაზე NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები განიხილავენ უკრაინაში არსებულ ვითარებას და ალიანსის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში.

უკრაინას შეუძლია ნატოს მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებასა და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციაში, რომელიც სამართლიანად ეკუთვნის უკრაინას. ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან მანამ, სანამ ეს დასჭირდება", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.