გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი "ჰამასს" მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

13.10.23 19:35
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი "ჰამასს" მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს" მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ისრაელში, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ელი კოენთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

გაათავისუფლეთ ეს უდანაშაულო ხალხი, გაათავისუფლეთ ეს უდანაშაულო პატარა გოგოები. ეს ეხება ბავშვებს, დედებს, მამებს, ბებიებს", - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გერმანიისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელში დღეს ჩავიდნენ. მანამდე, ისრაელში ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა და პენტაგონის ხელმძღვანელი, ლოიდ ოსტინი ჩავიდნენ.