„გვექნება კითხვები საკონსტიტუციოსთან“ - „ოცნებას“ პრეზიდენტის გადაყენების იმედი არ აქვს

13.10.23 20:26
„გვექნება კითხვები საკონსტიტუციოსთან“ - „ოცნებას“ პრეზიდენტის გადაყენების იმედი არ აქვს

 

 

ბოლო დროის ყველაზე დიდი პოლიტიკური სკანდალის დასრულებამდე დროის ათვლა დაიწყო. 60 გვერდიანი დასკვნა უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ხელშია. ახლა პლენუმის თითოეულმა წევრმა უნდა გადაწყვიტოს რა პოლიტიკურ ვერდიქტს გამოუტანს საქართველოს პრეზიდენტს. ორშაბათს გახდება ცნობილი გადაინაცვლებს თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი ბათუმიდან თბილისში. მოსამართლეებს პრეცენდენტულ და ამავე დროს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე მოუწევთ ხელის მოწერა. 

„ქართული ოცნება“ კი პარლამენტიდან კარნახობს მოსამართლეებს რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. თუ კონსტიტუციის დარღვევა არ დადასტურდა, კითხვები სასამართლოსთან გვექნება - ეს იყო, პრაქტიკულად, მუქარანარევი გზავნილი ხელისუფლების მხრიდან. თუმცა, იმ შემთხვევაში კი თუ პროცესები პარლამენტში გადმოინაცვლებს, „ოცნებას“ პრეზიდენტის გადაყენების იმედი არ აქვს. როგორც ჩანს, 12 დეპუტატის გადაბირება, რომელიც ზურაბიშვილის იმპიჩმენტს დაუჭერდა მხარს,  იოლი არ  აღმოჩნდა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.