ხელისუფლების დიდი ლუსტრაცია - „ოცნებამ“ პუტინის დიქტატორად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა

13.10.23 20:30
ხელისუფლების დიდი ლუსტრაცია - „ოცნებამ“ პუტინის დიქტატორად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა

 

 

ხელისუფლების დიდი ლუსტრაცია.“ქართულმა ოცნებამ“ პუტინის დიქტატორად  გამოცხადებას  მხარი  არ დაუჭირა. ისტორიული შანსი  ივანშვილის გუნდმა ხელიდან მიზანმიმართულად გაუშვა. ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გივი მიქანაძემ და ირაკლი ჩიქოვანმა არ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, რომელიც ევროსაბჭოს წევრებს და მათ შორის საქართველოსაც ავალდებულებს პუტინი არალეგიტიმურ მმართველად გამოაცხადონ  და გაწყვიტონ მასთან ყველანაირი კავშირი. „ოცნებამ“ წინასწარ იცოდა, რა საკითხი უნდა განეხილა ევროსაბჭოს და ამიტომ სტრასბურგში საერთოდ არ წავიდა.

არ გაუშვეს არც   ოპოზიციის დეპუტატი თინა ბოკუჩავა. მას, როგორც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარეს, აქვს ერთი კვოტა იყოს  ევროსაბჭოს  დელეგაციის შემადგენლობაში, თუმცა მმართველმა პარტიამ ბოკუჩავა დაბლოკა.  ივანიშვილის გუნდი შეეცადა, რომ პუტინის დიქტატორად გამოცხადების შესახებ  დოკუმენტზე არ ყოფილიყო არცერთი ქართველი დეპუტატის ხელმოწერა, თუმცა მიზანი ბოლომდე მაინც ვერ შეასრულეს. რეზოლუციაზე ერთადერი დეპუტატის ხელმოწერაა, ისიც ოპოზიციიდან. ისტორიულ დოკუმენტს ხელი ელისაშვილის თანაპარტიელმა ქეთევან თურაზაშვილმა მოაწერა.

ვრცლად  ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.