თქვენი გამძლეობა და ერთიანობა შთამაგონებელია ყველასთვის, თქვენ უდავოდ გაიმარჯვებთ! - ზურაბიშვილი ისრაელის პრეზიდენტს
სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, სადაც გამოხატულია საქართველოს მხარდაჭერა ისრაელის მიმართ და მწუხარება ჰამასის თავდასხმის შედეგად გამოწვეული მოვლენების გამო.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ისრაელის გამძლეობა და საზოგადოების ერთიანობა შთამაგონებელია.
საქართველო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ისრაელს.
პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგისთვის გადაცემული წერილით, გამოვთქვამთ შოკსა და გულწრფელ მხარდაჭერას ბოლოდროინდელი განვითარებული მოვლენების გამო.
ისრაელის გამძლეობა და ხალხის ერთიანობა ყველასათვის შთამაგონებელია. თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ! - წერს სალომე ზურაბიშვილი.