ხელისუფლების უკან რუსეთი დგას, იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება სტატუსისთვის ძირის გამოთხრაა - ჯაფარიძე
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ მიუხედავად დიდი ფულისა და სუს-ის აქტიური მუშაობისა, პრეზიდენტის იმპიჩმენტისათვის საჭირო 12 ხმას "ქართული ოცნება" ვერ მოაგროვებს.
გირჩის ლიდერი ხელისუფლებას დე ფაქტოს უწოდებს და ამბობს, რომ ღარიბაშვილ-კობახიძის გუნდს უზურპირებული აქვს ძალაუფლება, რომლის უკანაც რუსეთი დგას.
მეეჭვება, რომ 12 ხმა მოიპოვონ. როდესაც ამხელა მასშტაბის ფულზე არის საუბარი და ასე მუშაობს სუს-ის ბერკეტები მაინც მგონია, რომ 12 ხმას ვერ მოიპოვებენ. მათ ბევრი ნეგატივი დაუგროვდათ, მოყოლებული შოვიდან ღარიბაშვილის ჩარტერებამდე, ამიტომ მათ დასჭირდათ მსხვილი თემა, რომ ყურადღება გადაეტანათ რამენაირად. ჩემი აზრით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წამოწყების მეორე მიზანი იყო ძირის გამოთხრა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წელიწადზე მეტია ვუყურებთ, როგორ უთხრიან ამ პროცესს ძირს. ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს დე ფაქტოს ვუწოდებ, რადგან საქართველოში მათ უზურპირებული აქვთ ძალაუფლება, რომლის უკანაც რუსეთი დგას - აღნიშნა ჯაფარიძემ.