პოლიციელები, პროკურორები, მოსამართლეები, სასულიერო პირები, რომლებიც ანტიდასავლურ კამპანიაში არიან ჩართულნი - ვინ მოხვდება "Mona.ge"-ის საიტზე
პოლიციელები, პროკურორები, მოსამართლეები, სასულიერო პირები, რომლებიც ანტიდასავლურ კამპანიაში არიან ჩართულნი და რუსული რეჟიმისკენ მიისწრაფვიან, ყველანი ერთი საიტის ირგვლივ გაერთიანდებიან. "მონა.ჯი" - ასე ქვია პლატფორმას, სადაც ის ადამიანები მოხვდებიან, რომლებიც სახელმწიფოს ძირს უთხრიან - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მხილება უნდა დაიწყონ, რადგან ასეთმა ადამიანებმა ქვეყნიდან გაქცევა ვერ მოახერხონ.
"მონა.ჯი" არის საიტი, რომლის მიზანიც არის ბერკეტის, წნეხის მექანიზმის შექმნა იმ ადამიანებზე, რომლებიც შავ საქმეებს აკეთებენ და არანაირი სინდისის ქენჯნას არ განიცდიან. ამ ადამიანებში შედიან პოლიციელები, პროკურორები, მოსამართლეები, სასულიერო პირები, რომლებიც ანტიდასავლურ კამპანიაში არიან ჩართულნი და რუსული რეჟიმისკენ მიისწრაფვიან. ეს ადამიანები, რომლებიც არ ჩანან, მიზანია მათი გამოთრევა და საჯაროდ ჩვენება. მეორე მიზანია, რომ მათი გვარები შევინახოთ ციფრულ ფორმატში და მესამე მიზანია, რომ ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყნიდან გაქცევისთვის ხელი შევუშალოთ - აღნიშნა ჯაფარიძემ.