გორის მერიაში თანამშრომლებს იმატებენ - ხინჩეგაშვილის უწყებამ ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა

14.10.23 11:35
გორის მერიაში თანამშრომლებს იმატებენ - ხინჩეგაშვილის უწყებამ ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა

გორის მერიაში თანამშრომლებს იმატებენ. ხინჩეგაშვილის უწყებამ ახალი საშტატო  ნუსხა დაამტკიცა. დადგენილების მიხედვით, სოციალურ და სამხედრო აღრიცხვის სამსახურებს 4 საშტატო ერთეული დაემატა. 

გაზრდილი შტატები გაზრდილ ხარჯებსაც ნიშნავს, რომელსაც მერია ხელფასების სახით გასცემს. 

ოპოზიციაში ფიქრობენ რომ ქალაქში  ცოტა ხნის წინ ჩატარებული შუალედური არჩევნების შემდეგ, ადგილობრივმა  ხელისუფლებამ აგიტატორების დასაჩუქრება და საჯარო მოხელეებად გადაქცევა გადაწყვიტა.

"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მერის და მისი მოხელეების არაკომპეტენტურობას. იმიტომ რომ 3 თვის წინ გააუქმებენ შტატებს, მერე ისევ მოითხოვენ დამატებას. წინასწარ არ იცის სამუშაოს მოცულობა, თუ რა აქვთ გასაკეთებელი და მეორე, ეჭვი რისიც გვაქვს, რომ პარტიული აქტივის დასაქმების წყარო არის. შესაბამისად იცით, რომ ახლა არჩევნები იყო, იქ ვიღაცებმა გამოიჩინეს თავი და უნდათ ახლა ამ ადამიანების დასაქმება. სწორად ამიტომ ითხოვენ შტატების დამატებას". - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი.

 

 

მსგავსი სიახლეები