mona.ge-ს საიტზე რუსული IP მისამართებიდან DDoS შეტევა ხორციელდება - "დროა"
mona.ge-ს საიტზე რუსული IP მისამართებიდან DDoS შეტევა ხორციელდება - ამის შესახებ პარტია "დროა" იყობინება.
მათი თქმით, რუსული მისამართებიდან საიტზე ყოველ წამს ათობით ათასი მოთხოვნა ხორციელდებოდა (დაახლოებით 6 მილიონი საათში), რის გამოც პირველ ეტაპზე შეზღუდეს წვდომა რუსული მისამართებიდან, რის შემდეგაც შეტევა წამოვიდა ასობით სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, რასაც მათი თქმით, ინფრასტრუქტურა ვერ გაუმკლავდა და საიტი გაითიშა.
DDoS შეტევა არის "კიბერ-თავდასხმის ერთ-ერთი სახე, სადაც თავდამსხმელი ცდილობს გახადოს ინტერნეტ-რესურსი ხელმიუწვდომელი, ანუ, ხელი შეუშალოს მომხმარებელს, რომ ჰქონდეს ინფორმაციაზე წვდომა