"ოცნებაში" ვერ ამბობენ, აღიარებენ თუ არა პუტინს დიქტატორად

14.10.23 14:06
"ოცნებაში" ვერ ამბობენ, აღიარებენ თუ არა პუტინს დიქტატორად

"ქართულ ოცნებაში" ვერ ამბობენ, აღიარებენ თუ არა პუტინს დიქტატორად - საქართველო შესაძლო, ახალ საერთაშორისო სკანდალში გაეხვეს. ევროსაბჭოში მიღებული რეზოლუციის იგნორი ნიშნავს საერთაშორისო ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფას. 

რატომ არ წავიდა მმართველი გუნდი სტრასბურგში? - "ოცნების" დეპუტატს ირაკლი ჩიქოვანს უჭირს იმის თქვა, იზიარებს თუ არა ხელისუფლება, რეზოლუციის სულისკვეთებას.  

ჩემთვის გაუგებარია ის ტყუილი, რაც მოიგონეს ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლებმა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეაზე დელეგაციები მონაწილეობენ სხვადასხვა შემადგენლობით. ამ ჯერზე მონაწილეობდა მხოლოდ ქეთევან თურაზაშვილი. სხვა ჩვენი წევრები იმყოფებოდნენ თბილისში, ზოგი არის პოლონეთში, მანამდე იმყოფებოდნენ ნატოს  საპარლამენტო ასაბლეაზე, შესაბამისად ეს არის აბსოლუტურად ტყუილი.

რაც შეეხება ტექსტს, იქ არის მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობაზე, რომ არ აღიარონ ლეგიტიმურობა ამ ვადის შემდგომ და ასევე იურთიერთონ მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელიც ჰუმანიტარულ და ძალადობის შეჩერების საკითხებს უკავშირდება. რა თქმა უნდა ჩვენ თუ ვსაუბრობთ და რაიმე კომუნიკაცია თუ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, ეს გამომდინარეობს მხოლოდ ერთი ამოცანიდან, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 

დღეს ფაქტობრივად რუსეთის ფედერაციაში არის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია დემოკრატიის სრულფასოვან მოქმედებასთან". - ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.
 

მსგავსი სიახლეები