"ოცნების" არ ყოფნა ევროსაბჭოს ასაბლეაზე ცხადყოფს, რომ ის პუტინის რეჟიმს ემსახურება - დათუნაშვილი

14.10.23 14:17
"ოცნების" არ ყოფნა ევროსაბჭოს ასაბლეაზე ცხადყოფს, რომ ის პუტინის რეჟიმს ემსახურება - დათუნაშვილი

"ოცნების" არ ყოფნა ევროსაბჭოს ასაბლეაზე ცხადყოფს, რომ ის პუტინის რეჟიმს ემსახურება - ასე აფასებს "ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი ევროსაბჭოს ასაბლეაზე, სადაც პუტინი დიქტატორად გამოცხადდა, მმართველი გუნდის არ ყოფნას.

გეგელიას თქმით, "ოცნება' წინასწარვე იცოდა რეზოლუციის ტექსტის შესახებ და სწორედ ამიტომ არ ჩავიდა ასაბლეაზე დასასწრებად.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის ეს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი. პუტინის რეჟიმის დიქტატორულ რეჟიმად გამოცხადება არის ის ბრძოლა, რომელ ბრძოლაში საქართველო არის 2008 წლიდან. მე ვიტყოდი რომ ეს არის დაგვიანებული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ 2008 წელსვე იცოდა მთელმა მსოფლიომ, რომ საქმე ჰქონდა პირსისხლიან დიქტატორთან.  სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. "ოცნების" არ ყოფნა ამ ასაბლეაზე კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ "ოცნება" ემსახურება პუტინის რეჟიმს. იცოდნენ თვეებით ადრე რეზოლუციის ტექსტის შესახებ და არ უნდოდათ ამ რეზოლუციაში მონაწილეობის მიღება. თავი აარიდეს რაღაც სამარცხვინო და უსუსური მიზეზებით, დაიქსაქსნენ სხვადასხვა კონფერენციებზე". - განაცხადა დათუნაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები