ბოკუჩავას თუ ვინმე უშლის ხელს მუშაობაში, ეს არის დეკანოიძე, ის ადგილს არ უთმობს დელეგაციაში - ჩიქოვანი

14.10.23 14:26
ბოკუჩავას თუ ვინმე უშლის ხელს მუშაობაში, ეს არის დეკანოიძე, ის ადგილს არ უთმობს დელეგაციაში - ჩიქოვანი

პოლიტიკური ბრალდებების საფუძველი ხდება ევროსაბჭოს ისტორიულ ასაბელაზე ოპოზიციის არ დასწრებაც.

"ოცნების" წევრის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ასაბლეაზე არა კობახიძის გუნდის დაბლოკვის გამო არ წასულა, როგორც ამას "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, არამედ იმიტომ, რომ ხატია დეკანოიძე საკუთარ ადგილს, რომელიც კვოტით აქვს განსაზღვრული დელეგაციაში, ბოკუჩავას არ უთმობს.

მინდა გამოვეხმაურო დეზინფორმაციას, რომელიც ეხება იმას, რომ თითქოს, "ოცნება" საშუალებას არ აძლევს "ნაციონალურ მოძრაობას" მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო ასაბლეის მუშაობაში. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. თუ ვინმე არ აძლევს ქალბატონ ბოკუჩავას მუშაობის საშუალებას, ეს არის ქალბატონი დეკანოიძე, რადგან ის არ თმობს საკუთარ ადგილს დელეგაციაში. ენმ-ს კანონით აქვს დადგენილი კვოტები, მაგრამ ქალბატონი დეკანოიძე არ უთმობს ამ კვოტას ქალბატონ ბოკუჩავას. ენმ-ს ჰყავს ასევე სხვა წარმომადგენელი, აკაკი მინაშვილი, რომელიც ასევე არ იმყოფებოდა". - განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს ასაბლეაზე, სადაც პუტინი დიქტატორად გამოცხადდა, "ოცნება" არ დასწრებია. 

მსგავსი სიახლეები