ჩვენს მანდატს ჩვენ გამოვიყენებთ - დეკანოიძე

14.10.23 14:39
ჩვენს მანდატს ჩვენ გამოვიყენებთ - დეკანოიძე

"ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ევროსაბჭოს ასაბლეაში საკუთარ კვოტას საკუთარი პოლიტიკური ჯგუფი გამოიყენებს და "ოცნების" ბრალდება, რომ ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა საპარლამენტო ასაბლეას იმიტომ არ დაესწრო, რომ დეკანოიძემ მას კვოტა არ დაუთმო, აბსურდულს უწოდებს.

მისი თქმით, ენმ-ს აქვს კიდევ ერთი მანდატი და თავისუფლად შეუძლია გამოიყენოს და "ოცნებას" უფლება არ აქვს ეს აუკრძალოს.

არავითარი კვოტების ბრალი არ არის "ოცნების" რუსული პოლიტიკა. არცერთ რეზოლუციაზე მათ მხარი არ დაუჭერიათ ევროსაბჭოში. მე შევახსენებ "ოცნებას" რომ ბოლო პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შემდეგ, გადანაწილება საპარლამენტო დელეგაციებში, არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი არ შეიყვანეს. შეიყვანეს "ხალხის ძალა" და "ევროპელი სოციალისტები". რაც შეეხება ენმ-ს მეორე კვოტას, მათ სრული უფლება აქვთ ეს გამოიყენონ და ამაში "ოცნებას" არავითარი უფლება არ აქვთ, რომ ხელი შეუშალონ. ჩვენ ვართ პოლიტიკური ჯგუფი და ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს მანდატს რა თქმა უნდა" - ამბობს დეკანოიძე. 

პოლიტიკური ბრალდებების საფუძველი ხდება ევროსაბჭოს ისტორიულ ასაბელაზე ოპოზიციის არ დასწრებაც.

"ოცნების" წევრის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ასაბლეაზე არა კობახიძის გუნდის დაბლოკვის გამო არ წასულა, როგორც ამას "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, არამედ იმიტომ, რომ ხატია დეკანოიძე საკუთარ ადგილს, რომელიც კვოტით აქვს განსაზღვრული დელეგაციაში, ბოკუჩავას არ უთმობს.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს ასაბლეაზე, სადაც პუტინი დიქტატორად გამოცხადდა, "ოცნება" არ დასწრებია.

მსგავსი სიახლეები