დელეგაციაში არ ვარ, "ოცნება" პროცედურულ ხრიკებს იყენებს, რომ ჩემი უფლებამოსილება არ დამტკიცდეს - ბოკუჩავა
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ევროსაბჭოს გენერალური ასაბლეის დელეგაციაში მისი სახელი და გვარი არ ყოფილა.
ბოკუჩავას განცხადებით, "ოცნებამ" დაბლოკა, რადგან მისი თქმით, კომფორტულია ასეთ საერთაშორისო ფორუმებზე ოპოზიციის გარეშე სიარული.
ოპოზიციონერი ასევე ამბობს, რომ პარლამენტის წევრები სხვადასხვა პროცედურულ ხრიკებს იყენებენ იმისთვის, რომ მისი უფლებამოსილება არ დამტკიცდეს.
„ინფორმაცია დელეგაციის შემადგენლობის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არის საჯარო და ის განთავსებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ გვერდზე, ხელმისაწვდომია ყველასთვის და შეგიძლიათ ნახოთ იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომლის თავმჯდომარეც არის ირაკლი ჩიქოვანი, მე არ ვარ და არ ვარ იმიტომ, რომ პარლამენტის წევრები იყენებენ სხვადასხვა პროცედურულ ხრიკებს იმისთვის, რომ არ დამტკიცდეს ჩემი უფლებამოსილება. ბუნებრივია, „ოცნებისთვის“ გაცილებით უფრო კომფორტულია ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებზე ოპოზიციის გარეშე სიარული და ამიტომ ბლოკავს ოპოზიციის წევრებს, ასე ხდება მათ შორის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, სადაც თეონა აქუბარდიას არ აძლევენ მონაწილეობის უფლებას, მაგრამ აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს ნატოს-ს საპარლამენტო ასამბლეის გენ მდივანთან და ასეთ ფორუმებზე სწორედ ოპოზიციას უწევს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა. უმრავლესობის წარმომადგენლები ძირითადად დარბაზშიც კი არ არიან, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტები მტკიცდება. მაგალითად, როდესაც კოპენჰაგენში მე დავაყენე შესწორება შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ნატო-ს საპარლამენტო რეზოლუციაში ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით, რომელსაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მხარი დაუჭირა, თუმცაღა დარბაზში საერთოდ არ იმყოფებოდნენ „ოცნების“ წარმომადგენლები, ანალოგიური სიტუაცია იყო სტრასბურგშიც, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ოცნების“ წევრები არ იმყოფებოდნენ დარბაზში, როდესაც პუტინს კიდევ ერთხელ აღიარებდნენ დიქტატორად. რატომ? იმიტომ რომ მათ უწევთ პუტინის და არა საქართველოს ინტერესების დაცვა საერთაშორისო ფორუმებზე, რადგან პუტინი არის მათი ხელისუფლებაში ყოფნის გარანტი და შესაბამისად, სამაგიეროს გადახდის სახით ისინი სწორედ პუტინის და რუსეთის ინტერესებს იცავენ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებზე.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ
პოლიტიკური ბრალდებების საფუძველი ხდება ევროსაბჭოს ისტორიულ ასაბელაზე ოპოზიციის არ დასწრებაც.
"ოცნების" წევრის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ასაბლეაზე არა კობახიძის გუნდის დაბლოკვის გამო არ წასულა, როგორც ამას "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, არამედ იმიტომ, რომ ხატია დეკანოიძე საკუთარ ადგილს, რომელიც კვოტით აქვს განსაზღვრული დელეგაციაში, ბოკუჩავას არ უთმობს.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს ასაბლეაზე, სადაც პუტინი დიქტატორად გამოცხადდა, "ოცნება" არ დასწრებია.