პუტინი დიქტატორად - თურაზაშვილის თქმით, "ოცნების" არდასწრება ევროსაბჭოს ასაბლეაზე, უპასუხისმგებლობაა

14.10.23 16:10
პუტინი დიქტატორად - თურაზაშვილის თქმით, "ოცნების" არდასწრება ევროსაბჭოს ასაბლეაზე, უპასუხისმგებლობაა

PACE-ს რეზოლუციის ერთადერთი მხარდამჭერი საქართველოდან ქეთევან თურაზაშვილი ამბობს, რომ პუტინის რეჟიმის დიქტატორად გამომცხადებელ რეზოლუციაზე მხრის არ დაჭერა და "ოცნების" არ ჩასვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეაზე ხელისუფლების დიდი უპასუხისმგებლობაა.

ჩვენ ვხედავთ, რუსული აგრესია როგორია უკრაინაში. ჩვენ ვხედავთ რომ ჩვენი ოკუპაცია არსად წასულა და როგორც უნდა ისე წევენ ამ საზღვრებს და ეს აუცილებლად უნდა დამთავრდეს. აქ მნიშვნელოვანია ყველა იმ მონაწილე ქვეყნის ჩართულობა, ვისაც ეს შეუძლია. აუცილებელია პოზიციის გამოხატვა, ამიტომ, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ მოხდა ისე, რომ  მხოლოდ მე ვიყავი საშემოდგომო სესიაზე სტრასბურგში და მხოლოდ მე დავუჭირე მხარი რეზოლუციას, რომელიც ამბობს, რომ პუტინის რეჟიმი დიქტატორულია. მე რომ შევაფასო მათი გადაწყვეტილება არდასწრების შესახებ, ეს უპასუხისმგებლობაა. მე წინაზეც გამიკვირდა, რომ თინა არ იყო წამოსული და როგორც მითხრეს, რაღაცა ტექნიკურ მომენტებს უკავშირდებოდა ეს". - ამბობს თურაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს ასაბლეაზე, სადაც პუტინი დიქტატორად გამოცხადდა, "ოცნება" არ დასწრებია. 

მსგავსი სიახლეები