კალაძის ანგარიშსწორება?! - პრეზიდენტს სახლი თავზე ენგრევა

14.10.23 21:31
კალაძის ანგარიშსწორება?! - პრეზიდენტს სახლი თავზე ენგრევა

პრეზიდენტს სახლი თავზე ენგრევა - სალომე ზურაბიშვილს უჭირს იმის თვლა, რამდენჯერ დაიტბორა მისი ქუჩა. სახლში დაბრუნებულ ქვეყნის მთავარსარდალს, ამორტიზებული სანიაღვრე სისტემის გამო ეზო ეტბორება.

მერიას კი არ აინტერესებს არც პრეზიდენტის და არც კუფტინის ქუჩის მცხოვრებთა ბედი, ერთ წვიმა და წინა საუკუნეში აშენებული სახლები წყალს მიაქვს. 

პრეზიდენტი ყველაფერს კამერის კიდევ არ ამბობს, მაგრამ ვინც ამ ქუჩაზე ცხოვრობს, უფრო მეტის თქმა შეუძლია. წვიმის კუფტინის ქუჩა მდინარის კალაპოტს ემსგავსება. 

პრეზიდენტის ქუჩაზე ყველა სახლი დანგრევის პირასაა მისული. კედლებზე ბზარებია, შენობები დეფორმირებული, კარსა და ფანჯრებს ვეღარ აღებენ. ნაფოტებად იშლება ხის შუშაბანდები, აივნები ნახევრად ჩამონგრეულია.  ვისაც შეეძლო და ამის საშუალება ჰქონდა ადგა და ბავშვებთან ერთად გაიხიზნა.

დაზიანდა პრეზიდენტის სახლი, რომელიც შედარებით ახალი აშენებულია, რადგან ინგრევა სახლი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის კერძო საკუთრებას ემიჯნება, ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ჩამოშლილი კედელი სალომე ზურაბიშვილის სახლს დააწვა, ამიტომ დაზიანდა პრეზიდენტის საცხოვრებელიც.

რჩება განცდა, რომ მერი კალაძე ურჩი პრეზიდენტის გამო, არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს არამედ კუფტინის ქუჩის ყველა მაცხოვრებლებს სჯის. სალომე ზურაბიშვილმა მერიას არა ერთხელ მიმართა, მაგრამ აქ არა თუ სახლები გაამაგრეს, სანიაღვრეც კი არ გააკეთეს, რომ ხალხს, მათ შორის პრეზიდენტის წვიმის დროს სახლში შესვლა ცურვით არ უწევდეს.

მარტივ მდგომარეობაში არც პრეზიდენტის სხვა მეზობლები არიან. ზურაბიშვილის სახლის უკანაც ავარიული თბილისური ეზოა. ამ საცხოვრებლის კედელიც პრეზიდენტს სახლს ემიჯნება. მათ ერთი კედელი ყოფთ.  ავარიული სახლი იმ კედლის სიმყარეს ასუსტებს და აწვება მთელი ძალით, რომელიც ზურაბიშვილის სახლის კედელია.

ადგილობრივები გვიყვებიან, რომ საფრთხის შესახებ ქალაქის მთავრობაში  კარგად ინფორმირებული არიან. ირკვევა, რომ პრეზიდენტის მეზობლებს  რამდენჯერმე სთხოვეს დატოვონ სახლები და ქირით გადავიდნენ, მაგრამ რატომღაც ამისთვის თითო ოჯახს მხოლოდ სამას ლარს აძლევენ. ამ თანხით კი შეუძლებელია ბინის დაქირავება.

მსგავსი სიახლეები