პრეზიდენტი იმპიჩმენტის მოლოდინში - ოპოზიცია ფიქრობს, რომ სასამართლოს ვერდიქტი პოლიტიკური იქნება
პრეზიდენტი იმპიჩმენტის მოლოდინში - გადამწყვეტი საათების ათვლა დაწყებულია. საკონსტიტუციო სასამართლო ისტორიულ საქმეზე ვერდიქტს ხვალ გამოაცხადებს. თუ მოსამართლეები გადაწყვეტენ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუციაა დაარღვია, პროცესებს ხელში პარლამენტარები აიღებენ.
ოპოზიცია ეჭვობს, რომ ხვალ გამოქვეყნდება ისეთი დასკვნა, როგორიც "ქართულ ოცნებას" აწყობს.
საკონსტიტუციო სასამართლო, დიდი ალბათობით, დაადგენს ფორმალურად, რომ კონსტიტუციის დარღვევას ჰქონდა ადგილი. რატომ? იმიტომ, რომ არ გარისკავდა სხვანაირად კობახიძე, რომ კონსულტაცია არ გაევლო მოქმედ შემადგენლობასთან საკონსტიტუციო სასამართლოსი. მე მჯერა, რომ ქინებაინ ადამიანები, რომლებიც განსხვავებულა ზრს დააფიქსირებენ, მაგრამ საერთოდ, საბოლოოდ პროცესი გახდება პოლიტიკური. რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება, სამართლებრივი არ არის, ეს არის პოლიტიკური პროცესი. ამის გაგრძელება იქნება პარლამენტშიც. მე არ ველოდები 100 ხმას საქართველოს პარლამენტში, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი პაატა მანჯგალაძე.
"ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე კი პირაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება პრეზიდენტზე შურს სძიობს.
პირდაპირ აღიარეს, რომ სალომე ზურაბიშვილთან პერსონალური უთანხმოების გამო ისინი ახორციელებენ ამ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას. ისინი პირადად მის შურისძიებას აფასებენ რელაურად. ეს არის ერთი მთლიანი სპექტაკლი „ქართული ოცნების“ მიერ დადგმული. როგორიც არ უნდა იყოს ხვალინდელი სასამართლოს დასკვნა, დარწმუნებული ვარ, რომ აღმოჩნდებიან სასამართლოს შემადგენლობაში ისეთი მოსამართლეები, რომლებიც, როგორც მინიმუმ, განსხვავებულ აზრს დაწერენ ამასთან დაკავშირებით, - ამბობს ცესკოს წევრი პარტიიდან „ლელო-საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე.