ღარიბაშვილის ოჯახთან დაკავშირებით კრიმინალური ისტორიები და კითხვები მატულობს - საბა ბუაძე

15.10.23 12:39
ღარიბაშვილის ოჯახთან დაკავშირებით კრიმინალური ისტორიები და კითხვები მატულობს - საბა ბუაძე

ღარიბაშვილის ოჯახთან დაკავშირებით კრიმინალური ისტორიები და კითხვები მატულობს, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი საბა ბუაძე "შაბათის ეთერში" გასული ხმაურიანი ეპორტაჟის შემდეგ საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, კითხვები ბევრია, თუმცა საგამოძიებო უწყებები მომხდარით არ ინტერესდებიან.

კრიმინალური ისტორიები ღარიბაშვილის ოჯახთან დაკავშირებით მატულობს, კითხვის ნიშნები მატულობს, მაგრამ სამართალდამცავი უწყებები არცერთი მიმართულებით არ დაინტერესდნენ, არ დაწყებულა არც გამოძიება. უბრალოდ, კითხვაც კი არ დაუსვამთ მისი უახლოესი გარემოცვის წევრებისთის, რაც ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ არის სრული დაუსჯელობის განცდა, რომელსაც, მათ შორის, კვებავს ივანიშვილი და საკუთარი კორუფციული ინტერესების სამსახურში არიან ესენ, პუტინის რუსეთის ინტერესების სამსახურში არიან და სწორედ ამიტომ არიან წამსვლელები ყველაფერზე და ამიტომ აქვთ კარტბლანში, - ამბობს საბა ბუაძე.  

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის მოურავს ტაქსის მძღოლიი ძალადობაში ამხელს. მელაძის შაბათისთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი ბექაური ამტკიცებს, რომ მეტსახელად "კაკაშას" ვალის დაბრუნებას სთხოვდა, თუმცა ფულის ნაცვლად, დედოფლის წყაროს ცენტრში ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა მიიღო. 

ამ დრომდე უცნობია დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე პრემიერის ბიძას. ხმაურიანი რეპორტაჟის ეთერში გასვლიდან უკვე რამდენიმე საათი გავიდა, თუმცა საგამოძიებო უწყება დუმს.

მსგავსი სიახლეები