"მასკარადი და აბსურდი" - თამაზ დათუნაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
პრეზინდეტის იმპიჩმენტის პროცესს ვუყურებთ როგორს მასკარადს და აბსურდს, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს და იმ დასკვნას დადებს, რომელიც "ოცნებას" სურს.
ამ პროცესს ვუყურებთ ისევ როგორც პოლიტიკურ მასკარადს და აბსურდს. პირველივე დღიდან სერიოზულად ვიყავით ჩართულები ამ პროცესში როგორც სასამართლოს მეგობარი, ჩვენი აზრი წარვუდგინეთ სასამართლო კოლეგიას. არ მგონია, რომ ევა გოცირიძე თავისი დასკვნის შედგენისას გაითვალისწინებს საღ აზრს ან „ლელოს“ ამოკუსის პოზიციას. ევა გოცირიძეს აქვს პოლიტიკური დაკვეთა. ევა გოცირიძე იქ არის დანიშნული იმისთვის, რომ პოლიტიკური დაკვეთები შეასრულოს. მიზანი არ არის იმპიჩმენტი, მიზანი არის ერთის მხრივ, საქართველოს კანდიდატის სტატუსის გზაზე კიდევ დამატებითი წინაღობის შექმნა, დისკრედიტაცია ამ პროცესის და მეორე არის, რეალური პოლიტიკური პროცესების გადაფარვა აბსოლუტურად უინტერესო და აბსოლუტურად შინაარსისგან დაცლილი პროცესი, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
პრეზიდენტის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო ვერდიქტს ხვალ გამოაცხადებს.