პრემიერის სკანდალი - ღარიბაშვილის ბიძა, რომელმაც კაცი სასტიკად სცემა, ხელშეუხებელია
ძალადობაში მხილებული პრემიე -მინისტრის ბიძა ამ დრომდე ხელშეუხებელია. დედოფლისწყაროს არაფორმალური მმართველი პოლიციამ გამოკითხვაზეც კი არ დაიბარა. არადა, შაბათის ეთერიდან გაირკვა, რომ ზურაბ გონაშვილი, იგივე "კაკაშა", ტაქსის მძღოლს დედოფლისწყაროს ცენტრში, ათობით მოწმის თანდასწრებით გაუსწორდა.
ჩხუბი კახეთში ფულის გამო დაიწყო. ღარიბაშვილის ბიძას ტაქსის მძღოლისთვის ვალის დაბრუნება არ უნდოდა. მოთხოვნებით გადაღლილმა კაკაშამ კი გიორგი ბექაურის გასაჩუმებლად ჯგუფური ძალადობა დაგეგმა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.