ყველა კარგად ხვდება, რომ ადგილი აქვს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას - სარჯველაძე

16.10.23 11:32
ყველა კარგად ხვდება, რომ ადგილი აქვს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას - სარჯველაძე

"ყველა კარგად ხვდება, რომ ადგილი აქვს პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე პარლამენტში როგორ დასრულდება, საპარლამენტო უმრავლესობისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა.

ყველა კარგად ხვდება, რომ ადგილი აქვს პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას, აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ შეუმჩნეველი ვერ დარჩება ვერც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო სწორედ ინიცირება და დადასტურება გარემოებისა, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევას, რაც შეეხება რეზულტატს, ეს რასაკვირველია არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც საკუთრივ პოზიციის დაფიქსირება", - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ სარჯველაძე.

თუ პლენუმი კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. სალომე ზურაბიშვილის გადასაყენებლად ასი დეპუტატის თანხმობაა საჭირო. "ქართულ ოცნებას" ამ მონაცემებით ხმები არ ჰყოფნის. საპარლამენტო კულუარებში უკვე რამდენიმე კვირაა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ოპოზიციის გადასაბირებლად. 

მსგავსი სიახლეები