ყველა მოსამართლეს აქვს თავისი მოსაზრება - მერაბ ტურავა იმპიჩმენტის საქმეზე ვერდიქტის გამოცხადების პროცედურას განმარტავს

16.10.23 11:24
ყველა მოსამართლეს აქვს თავისი მოსაზრება -  მერაბ ტურავა იმპიჩმენტის საქმეზე ვერდიქტის გამოცხადების პროცედურას განმარტავს

პრეზიდენტის იმპიჩმენტი -  მერაბ ტურავა იმპიჩმენტის საქმეზე ვერდიქტის გამოცხადების პროცედურას განმარტავს. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ თქვა, რომ  მოსამართლეები შეიკრიბებიან 12:00 საათის შემდეგ, მოაწერენ ხელს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ დაახლოებით 2 საათი სჭირდება იმას, რომ გამოსაცხადებლად მომზადდეს გადაწყვეტილების ტექსტი: 

„გადაწყვეტილების გამოცხადების დღეა 16 ოქტომბერი. 16 ოქტომბერი შედგება რამდენიმე საათისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები შეიკრიბებიან 12:00 საათის შემდეგ, მოაწერენ ხელს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ დაახლოებით 2 საათი სჭირდება იმას, რომ გამოსაცხადებლად მომზადდეს გადაწყვეტილების ტექსტი, ექსპერტიზა უნდა გაიაროს სამართლებრივ დეპარტამენტში. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, დღის განმავლობაში გამოქვეყნდება“, - განაცხადა ტურავამ.

მისი თქმით, მოსამართლეთა პლენუმში შემავალ 9 მოსამართლეს უკვე აქვს თავისი მოსაზრება, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია.  

ჩვენ შევიკრიბეთ, ვითათბირეთ და ცნობილია სხვა მოსამართლეების გადაწყვეტილება. იყო თუ არა აზრთა სხვადასხვაობა, ესეც არის თათბირის საიდუმლოება. ვიცით ერთმანეთის პოზიცია, თათბირის საიდუმლოებას ვერ გავამჟღავნებთ. მას შემდეგ რაც დოკუმენტს ხელი მოეწერება... ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული იქნება. ნორმალური საქმე იყო, დროში ვიყავით შეზღუდულები. ეს იყო ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა. შეიძლება თავისი მნიშვნელობით, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სამართლებრივად გადასაწყვეტად ჩვენთვის არ იყო განსაკუთრებულ სირთულეებთან დაკავშირებული. როგორიც უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება, ისეთი მივიღეთ“, - განაცხადა მერაბ ტურავამ.

 

მსგავსი სიახლეები