ზეწოლის გარეშეც ვიცით როგორ და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ - მერაბ ტურავა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მოსამართლეებზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. როგორც მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს უთხრა, "გადაწყვეტილება არ მოეწონებათ ანგაჟირებულ პირებს".
"არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, მაშინ ამის შესახებ თქვენ იქნებოდით ინფორმირებულები და ჩვენ განვაცხადებდით. ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ზეწოლა. ზეწოლის გარეშეც ვიცით როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ"- თქვა ტურავამ "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ.
რაც შეეხება კითხვას, ემთხვევა თუ არა მისი გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოსაზრებას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, "ტვ პირველი" მოსამართლეებისგან შიდა ინფორმაციას იღებს რაც "კანონდარღვევაა":
ჩვენ ვიცით ერთმანეთის პოზიცია. თათბირის საიდუმლოებას ვერ გავამჟღავნებ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება დოკუმენტს, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული იქნება", - ამბობს ტურავა, რომელიც ამტკიცებს, რომ "ეს იყო ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა".
მისი თქმით, "როგორიც უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება მივიღეთ".