ფიქრობდა, რომ კონსტიტუციაზე მაღლა იდგა - ღუდუშაური პრეზიდენტზე
"ფიქრობდა, რომ კონსტიტუციაზე მაღლა იდგა", - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ღუდუშაურის თქმით, მძიმე პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, ვინც მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ კონსტიტუციის დარღვევას, რადგან ღუდუშაურის თქმით, ისინიც თანაზიარი იქნებიან კონსტიტუციის დარღვევის.
ფიქრობდა, რომ კონსტიტუციაზე მაღლა იდგა, როგორც ჩანს. იმ ოპოზიციის დეპუტატებს, ვინც მიიღებს მონაწილეობას ან მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე დადგენილ კონსტიტუციის დარღვევას ქალბატონი პრეზიდენტისა, მე ვფიქრობ, რომ ისიც თანაზიარი იქნება კონსტიტუციის დარღვევისა, შესაბამისად მათ მოუწევთ ძალიან მძიმე პასუხისმგებლობის აღება", - ამბობს ალუდა ღუდუშაური.