არ მგონია, რომელიმე მოსამართლემ თავის თავზე აიღოს ტვირთი და თეთრზე თქვას, რომ შავია - მაჭარაშვილი
"არ მგონია, რომელიმე მოსამართლემ თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და ტვირთი თაობების წინაშე," - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი, გურამ მაჭარაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, მმართველ გუნდს ხმები არ აქვს და არც იმედი, რომ რომელიმე ოპოზიციონერი დეპუტატი მხარს დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.
არ მგონია, რომ რომელიმე მოსამართლემ თავის თავზე აიღოს ისეთი პასუხისმგებლობა და ტვირთი თაობების წინაშე, რომ თეთრზე თქვას, რომ ეს არის შავი და თქვას, რომ საქართველოში არის არა საპარლამენტო, არამედ საპრეზიდენტო მმართველობა. ეს ხმები ჩვენ არ გვაქვს და არც იმედი გვაქვს, რომ ვინმე იქიდან გაბედავს და იტყვის, რომ კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს, ყოველ შემთხვევაში ვნახოთ, რა მოხდება", - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, გურამ მაჭარაშვილი.