საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობა არ არის, პოლიტიკური გავლენა აშკარაა, "ოცნების" სასარგებლოდ - კუპრაძე

16.10.23 12:10
საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობა არ არის, პოლიტიკური გავლენა აშკარაა, "ოცნების" სასარგებლოდ  - კუპრაძე

"პრეზიდენტი ევროინტეგრაციისთვის მუშაობდა, პარალელურად, იმპიჩმენტის პროცესის დაწყება არის კრემლის დავალების შესრულება," - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კუპრაძის თქმით, "ქართული ოცნებისთვის" მთავარი კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირებაა. კუპრაძე ამბობს იმასაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ არ არსებობს ნდობა და პოლიტიკური გავლენის მოხდენა "ქართლი ოცნების" სასარგებლოდ არის გადაწონილი.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი დადიოდა ევროკავშირის ქვეყნებში, დედაქალაქებში და მუშაობდა ევროინტეგრაციისთვის და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, ამის პარალელურად, იმპიჩმენტის პროცესის დაწყება არის კრემლის სამსახურის და დავალების შესრულება "ქართული ოცნების" მხრიდან. მათთვის მთავარია, რომ ამ პროცესის, კანდიდატის სტატუსისთვის მუშაობის პროცესის საბოტაჟი მოახდინონ. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ სასამართლო სისტემის მიმართ, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ არ არსებობს ნდობა და მათზე პოლიტიკური გავლენა აშკარაა და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ არის გადაწონილი", - ამბობს პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე.

მსგავსი სიახლეები