ივანიშვილი ქონებებს უკან იბრუნებს - აბესაძე

16.10.23 12:50
ივანიშვილი ქონებებს უკან იბრუნებს - აბესაძე

რატომ აუქმებს "ქართუ ფონდი" ქონებების ნასყიდობას და რას შეიძლება უკავშირდებოდეს ბოლო რამდენიმე დღეში ქონებების დაბრუნება? - ინფორმაციას ირაკლი აბესაძე ასაჯაროებს და წერს, რომ დაბრუნებულ ტერიტორიებს შორის არის მიწის ნაკვეთი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე. 

ირაკლი აბესაძე დარწმუნებულია, რომ ფონდი "ქართუ" მრავალმილიონიანი ტრანზაქციების განსახორციელებლად იყენებდეს საეჭვო შემოწირულობებს და კავშირებს, შემოსავლები კი არასაქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენებოდეს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქართუ ფონდმა:
გააუქმა წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება და საკუთრებაში დაიბრუნა 80 145 კვ.მ მიწის ნაკვეთი თამარაშვილის ქუჩაზე (ყოფილი იპოდრომი).  ალბათ სხვა დეველოპერს მიყიდის;
გააუქმა შპს ,,ნეო სითი დეველოპმენტი”ს წილზე (რომელსაც მიყიდა ლაგუნე ვერე და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა კოსტავაზე, ასევე იპოდრომი, რომელიც ახლა უკან დაიბრუნა) ,,ფონდი ქართუ”ს სასარგებლოდ არსებული გირავნობის უფლება 80 მილიონ აშშ დოლარზე; 
აბასთუმანში შპს ,,ტურიზმის განვითარების ფონდმა” გამოისყიდა 35% წილი 18545 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 26142 კვ.მ შენობაზე.
რატომაა ეს საინტერესო?! კიდევ ერთხელ, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ კანონმდებლობის უხეში დარღვევით გასაიდუმლოებულია საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუ”-ს ანგარიშები. არსებობს რეალური შესაძლებლობა ფონდი მრავალმილიონიანი ტრანზაქციების განსახორციელებლად იყენებდეს საეჭვო შემოწირულობებს და კავშირებს (მაგ: რუსი სანქცირებული ოლიგარქები), მისი შემოსავლები კი გამოიყენებოდეს არასაქველმოქმედო მიზნებისთვის," - წერს ირაკლი აბესაძე.

 

მსგავსი სიახლეები