ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთია - უმძიმესი ვითარება ღაზას სექტორში

16.10.23 13:05
ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთია - უმძიმესი ვითარება ღაზას სექტორში

"ჰამასი" ღაზის სექტორიდან ხალხის ევაკუაციას ისევ ბლოკავს. ებრაული მედიის ცნობით, ტერორისტები სხვადასხვა მეთოდით აფერხებენ პალესტინელების გადაადგილებას სამხრეთის მიმართულებით. დაზუსტდა მძევალთა რიცხვიც. 

განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების ტყვეობაში ახლა 199 ადამიანი იმყოფება, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები - ამ ცნობას ებრაელი სამხედროები დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებენ. უმძიმესი კადრები ვრცელდება "ჰამასის" კონტროლირებადი ტერიტორიიდან. პალესტინელები საკუთარი ძალებით ეძებენ საჰაერო თავდასხმების შედეგად ნანგრევებში მოყოლილებს. 

პალესტინის მოქალაქეების თქმით, აღარ აქვს სახლი სადაც იცხოვრებს. 

მათ გაანადგურეს ჩემი სახლი, ახლა არ მაქვს სახლი სადაც ვიცხოვრებ. არ ვიცი სად უნდა წავიდე, ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთია. მათ გვითხრეს, რომ უნდა წავსულიყავით სამხრეთში, ახლა სამხრეთში ვარ, დავიღალე, ცუდად ვარ და დავიღალე ყველაფრის გამო. არ მინდა საჭმელი, მინდა სახლში დავბრუნდე, ოღონდ დამაბრუნეთ უკან და კარავში ვიცხოვრებ", - ამბობს პალესტინელი ქალი.

გარდა ამისა,  მძიმე სიტუაციაა ჯანმრთელობის მხრივაც.  არსებობს ეპიდაფეთქების საფრთხე. პალესტინელი მედიკოსები ამბობენ, რომ მდგომარეობა ყოველ წუთს იძაბება, არ აქვთ წამლები და სამედიცინო აღჭურვილობა.

კლინიკები გადავსებულია, პაციენტები ყოველწუთიერად შემოჰყავს, აქ ბევრი ადამიანია, ბევრი სკოლებში მოწყობილ თავშესაფრებში რჩება. ჰიგიენური ვითარება აქ კონტროლს არ ექვემდებარება. შესაძლოა ღაზაში და მის შემოგარენშიც ეპიდემია გავრცელდეს, აქ ვითარება ექსტრემალურად საშიშია"- ამბობს მედიკოსი. 

მსგავსი სიახლეები