პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რატომ აგვიანებს საკონსტიტუციო ვერდიქტის გამოცხადებას?

16.10.23 13:11
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რატომ აგვიანებს საკონსტიტუციო ვერდიქტის გამოცხადებას?

"პირველების" ინფორმაციით, 9 მოსამართლემ ისტორიულ გადაწყვეტილებას ხელი უკვე მოაწერა. დოკუმენტი ახლა ბათუმში იურიდიულ ექსპერტიზას გადის. ჯერ უცნობია, პლენუმმა სრული უმრავლესობით გამოაცხადა სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად თუ იყო განსხვავებული აზრიც.

ცოტახნის წინ მედიასთან გამოჩნდა მოსამართლე მანანა კობახიძე, კოლეგიის წევრი ამტკიცებს, რომ არავის ემალება. კობახიძე ასევე ვერ აკონკრეტებს, რატომ გვიანდება გადაწყვეტილების გამოცხადება.

ეს არის სასამართლოს ოფიციალური შემოსასვლელი, რომლიტაც ჩვეულებრივად ვსარგებლობთ მოსამართლეები და ასე რომ, ტექსტი, რომ მანანა კობახიძე ვინმეს და რამეს დაემალა, არ არის სწორი. აქ ვარ, სასამართლოში ვარ, ვმუშაობთ და დაელოდეთ დასკვნას. ადგილზე არიან მოსამართლეები და დღეს, როგორც სასამართლოს თავმჯდომარემ განგიცხადათ, დასკვნა იქნება, - თქვა კობახიძემ. 

თავმჯდომარის მოადგილე ირწმუნება, რომ მოსამართლეებზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და მათ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეს.  

შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საქმეზე ვერდიქტი უნდა გამოაცხადოს და თქვას, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია. 

მსგავსი სიახლეები