"პოლიტიკური მანიპულაცია და ყურადღების გადატანის მცდელობა" - ბეჟაშვილი იმპიჩმენტზე

16.10.23 13:15
"პოლიტიკური მანიპულაცია და ყურადღების გადატანის მცდელობა" - ბეჟაშვილი იმპიჩმენტზე

ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი პრეზიდენტის წინააღმეგ "ოცნების" მიწერ წამოწყებულ იმპიჩმენტს მანიპულაციას და სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს. ოპოზიციის წევრი მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, კენჭისყრის შემთხვევაში პროცესში მონაწილება არ მიიღონ და მმართველი პარტია საპარლამენტო დარბაზში მარტო დატოვონ. 

„უახლოეს პერიოდში ცნობილი უნდა გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, იმთავითვე ცხადი იყო. ამ პროცედურას არ აქვს სამართლებრივ-კონსტიტუციური შინაარსი, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაცია “ქართული ოცნების” და პრეზიდენტის მხრიდან საზოგადოების მხრიდან ყურადღების სხვა თემებზე გადატანის. ამიტომ ამ პროცესში ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ და მოვუწოდებთ ყველა საპარლამენტო ჯგუფს, რომ თუ დადგება საკითხი იმპიჩმენტის განხილვის, გამოვიდეთ დარბაზიდან და ამ პოლიტიკურ თამაშში “ქართული ოცნება” დავტოვოთ მარტო., - ამბობს ლევან ბეჟაშვილი. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საქმეზე ვერდიქტი უნდა გამოაცხადოს და თქვას, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია.  

მსგავსი სიახლეები