ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს ფარული მოლაპარაკება შედეგიანად არ დასრულებულიყო - დაუშვილი
"მოსამართლეების გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შედის "ოცნების" ინტერესებში," - ეს განცხადება პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე საუბრისას გააკეთა.
დაუშვილი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაში იქნება მმართველი პარტიის განზრახვასთან.
რაც შეეხება კენჭისყრის საკითხს, დაუშვილი ამბობს, რომ ენმ-სა და "ოცნებას" შორის ფარულ გარიგებებთან დაკავშირებით საუბარი მისმა გუნდმა განზრახვის ჩაგდების გამო დაიწყო.
არ ვუშვებ მაგ ვარიანტს, რომ შეიძლება დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად იმუშაოს სასამართლომ, ცალსახად, მათი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შედის "ოცნების" ინტერესებში.
ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს ფარული მოლაპარაკება შედეგიანად არ დასრულებულიყო. შესაბამისად, თუ ისე მოხდა, რომ მათ კენჭისყრაზე არ გაიტანეს, ეს ნიშნავს, რომ ვერ გაიტანეს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი მიზანი შევასრულეთ, რომ ეს ფარული მოლაპარაკება შედეგიანად არ დასრულებულიყო,“ - ამბობს დაუშვილი.