14:30 საათი - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დრო ცნობილია

16.10.23 14:01
14:30 საათი - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დრო ცნობილია

16 ოქტომბერი, 14:30 საათი - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დრო ცნობილია. 

 მერაბ ტურავა და კიდევ რვა მოსამართლე განაჩენს რამდენიმე წუთში გამოაცხადებენ და იტყვიან, დაარღვია თუ არა  მოქმედმა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როცა მიშელს, მაკრონს და  შტაინმაიერს ევროპაში საქართველოს ევროინტეგრაციაზე ესაუბრა. 

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა.

პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, მოვლენათა ეპიცენტრი საქართველოს პარლამენტი გახდება და "ქართული ოცნება" პრეზიდენტის გადაყენებას შეეცდება.