ივანიშვილმა იმპიჩმენტის მხარდაჭერა დაავალა ჩინჩალაძეს - ზაზა თავაძე
"მოსამართლეთა რაოდენობა, რომელიც ამ იმპიჩმენტის ხელმოწერას სჭირდება, 6 მოსამართლე დღეს „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში ჰყავს," - ეს განცხადება იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ გააკეთა.
ზაზა თავაძე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2020 წლის ივნისამდე იყო, ამბობს, რომ მმართველ პარტიას საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე გავლენა აქვს და კლანის დახმარებით, ვარაუდობს, რომ სასურველ დასკვნას მიიღებს.
კობახიძეს აშკარად უჭირს. კობახიძე, რომელიც ივანიშვილის დავალებით იმყოფებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში, ის ცდილობდა, რომ დაემტკიცებინა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, დღეს მას აშკარად უჭირს. ამაზე მეტყველებს ის, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს გადაწყვეტილება.
ჩვენ რამდენიმე დღეა უკვე ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა, რომელიც ამ იმპიჩმენტის ხელმოწერას სჭირდება, 6 მოსამართლე დღეს „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში ჰყავს. "ოცნებას" როცა ვამბობ, გულისხმობ ივანიშვილს, რომელმაც ამ იმპიჩმენტის მხარდაჭერა დაავალა ჩინჩალაძეს და მათი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში იყო კობახიძე. ის, რომ დღეს ჩვენ კიდევ არ გვაქვს გადაწყვეტილება, ნიშნავს იმას, რომ თუნდაც ის მოწყვლადი მოსამართლეები, ფიქრობენ,“ - ამბობს ზაზა თავაძე.