საკონსტიტუციო: პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია
საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი ცნობილია - მოსამართლეთა კოლეგიის უმრავლესობის მიერ ხელმოწერილი დასკვნით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ რამდენიმე წუთის წინ წინ გამოაცხადა.
- საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი მხარეებს სამი დღის განმავლობაში უსმენდა.
- სხდომებს არ დასწრებია სალომე ზურაბიშვილი. ( პრეზიდენტის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი).
- "ოცნებამ", რომელიც ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია, საკონსტიტუციოში წარდგინების ავტორების სტატუსით ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი წარგზავნა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრი პარლამენტი ხდება
- პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა 100 დეპუტატის ხმა. (ამ მოცემულობით კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს საჭირო მხარდაჭერა არ აქვს).
"ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა პირველ სექტემბერს დაიწყო. ( ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს "კონსტიტუციის უხეშად დარღვევაში" დასდო ბრალი)
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად, განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში. აკრძალვების მიუხედავად, პრეზიდენტმა ევროპული ტურნე გამართა და ევროპის დედაქალაქებში ვიზიტები საკუთარი ჯიბიდან დააფინანსა.