იმპიჩმენტის საქმე - "ოცნებაში" საგანგებო ბრიფინგისთვის ემზადებიან
იმპიჩმენტის საქმე - "ქართულ ოცნებაში" საგანგებო ბრიფინგისთვის ემზადებიან. თუმცა ამ დროისთვის უცნობია, ზუსტად რომელ საათზე იქნება ბრიფინგი ან ვის განცხადებას მოისმენენ მოქალაქეები.
სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან და სწორედ ამის შემდეგ გამართავენ ბრიფინგს.
ზუსტად 14:30 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეთა პლენუმი დაადგენს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, პროცესები პარლამენტში ინაცვლებს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც ამ ეტაპზე "ქართულ ოცნებას" არ აქვს.
დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილი ამბობდა, რომ შესაძლოა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე პარლამენტში კენჭისყრაზე არც დადგეს, ნაწილი კი კენჭისყრაზე გატანას ემხრობა.