ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა - ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.დიპლომატმა მთავრობის მეთაურს ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა გამო და ელჩს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო.