6 მომხრე და 3 წინააღმდეგი - ვინ არიან მოსამართლეები, ვინც იმპიჩმენტის საქმეზე განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა
6 მომხრე და 3 წინააღმდეგი - პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია. სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. თუმცა პლენუმიდან სამმა მოსამართლემ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა.
მათ განსხვავებულ პოზიციას გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ ჰქონია, რადგან კონსტიტუციის დამრღვევად დაფიქსირებას სულ 6 ხმა სჭირდებოდა.
მოსამართლეები, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა არიან: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი.
იმპიჩმენტის წინააღმდეგ წავიდნენ - ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.
გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. დასკვნას დაერთოს მოსამართლეების ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშისა განსხვავებული აზრი. დასკვნის ასლი გაეგზავნოს პარლამენტს, პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და უზენაეს სასამართლოს,“ - ამბობს ტურავა.
ირინე იმერლიშვილი
გიორგი მარგველაშვილის დანიშნულია (2016 წელს) მოსამართლე ირინე იმერლიშვილიც. მანამდე მასაც არ ჰქონია სამოსამართლეო გამოცდილება.
ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს (2000-2003 წლებში) იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წელი იყო მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, შემდეგ კი, მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, ეროვნულ უშიშროების საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე, უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.
გიორგი კვერენჩხილაძე
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის დანიშნულია გიორგი კვერენჩხილაძე, მას უფლებამოსილების ნახევარზე მეტი უკვე ამოწურული აქვს.
ორი წლის განმავლობაში იყო ამავე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, წლების წინ, წინა ხელისუფლების დროს (2004 - 2006 წლები) კი მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარის თანაშემწედ.
1996 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები საკონსტიტუციო სამართლისა და საკონსტიტუციო მართლმსაჯულების საკითხებზე.
თეიმურაზ ტუღუში
უზენაესი სასამართლოს დამტკიცებული კანდიდატებიდან საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვს თეიმურაზ ტუღუშს. მისი სამოსამართლეო კარიერა 2016 წელს იწყება საკონსტიტუციო სასამართლოში, მანამდე კი იყო ამავე სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი.
როგორც კი საკუთარ თავში შემეპარება ოდნავ ეჭვი, რომ მე არ შემიძლია, გპირდებით, რომ არ ვიქნები საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, მაგრამ, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და ეს არ არის ის სიტყვები, რომ რაღაც მეჩვენებოდეს. მიმუშავია, ვიცი, რა მიკეთებია და რა უნდა ვაკეთო მომავალში. ვიცი, რა მიღწევები აქვს სასამართლოს, რა გამოწვევები აქვს და წარმომიდგენია, მომავალში რა შეიძლება იყოს კიდევ”, - თქვა მან მოსამართლედ განწესების შემდეგ.