პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს - რას გეგმავს სალომე ზურაბიშვილი

16.10.23 15:07
პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს - რას გეგმავს სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ათონელის სასახლეში მოისმინა. სალომე ზურაბიშვილი ახლა, სავარაუდოდ, იურიდიულ დეპარტამენტთან გადის კონსულტაციას და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რას ფიქრობს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე. 

არ არის გამორიცხული მალე ზურაბიშვილთან შესახვედრად მისი წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში მაია კოპალეიშვილი და თამარ ჩუგოშვილი მივიდნენ.