სად იყვნენ 20 ივნისის ღამეს "ოცნების" ლიდერები - თალაკვაძე გახარიას პასუხობს

09.06.21 13:21
სად იყვნენ 20 ივნისის ღამეს "ოცნების" ლიდერები - თალაკვაძე გახარიას პასუხობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი გახარიას ბრალდებებს  უარჰყოფს და ტყუილს უწოდებს. გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს "ოცნების" ლიდერები პარლამენტში არ იმყოფებოდნენ. თალაკვაძის თქმით, თითქმის მთელი უმრავლესობა მთელი დღის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში იყო შეკრებილი, მათ შორის, გიორგი გახარია. 

ყველამ იცის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მთელი დღის განმავლობაში გვიან ღამემდე, სანამ აქცია დასრულდა, ვიმყოფებოდით საქართველოს პარლამენტში. მახსოვს, რომ უმრავლესობის ყველა ლიდერი გახლდათ პარლამენტში და მათ შორის, გიორგი  გახარიასთანაც ჰქონდათ შენობაში არაერთი შეხვედრა, ეს განცხადება, რაც გაკეთდა, არის არასწორი და არ შეესაბამება სიმართლეს", - ამბობს თალაკვაძე. 

ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ  გუშინ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტი ცარიელი იყო და ზოგიერთი ლიდერი იმალებოდა.