იმედია, აღმოაჩნდებათ პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება - კობახიძის მიმართვა ოპოზიციას

16.10.23 15:24
იმედია, აღმოაჩნდებათ პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება - კობახიძის მიმართვა ოპოზიციას

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ოპოზიციას იმპიჩმენტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგიდან ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე რეაგირება ჰქონდეთ.

პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირის ბოლომდე შედგება კენჭისყრა იმპიჩმენტის წესით სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და აქედან გამომდინარე, მისი გადაყენების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წავა, რეაგირების გარეშე არ დატოვოს.
როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცედურა, უკვე მივაღწიეთ დასახულ მიზანს, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა არ დარჩა რეაგირების გარეშე,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.