კობახიძის ამპარტავნების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა - ლომჯარია საკონსტიტუციოზე
ეს მორჩილი გადაწყვეტილება კობახიძის ამპარტავნების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა - ასე აფასებს ნინო ლომჯარია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
"საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელი ამბობს, რომ პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები.
საკონსტიტუციო სასამართლოს ეს მორჩილი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ უმრავლესობის წევრებმა და პროპაგანდისტებმა კობახიძის ამპარტავნების დასაკმაყოფილებლად ერთი-ორი დღე იძახონ - "რა საოცარი ლექცია ჩაატარა ირაკლიმ, ეს რა მოვისმინეთო".
სულ ეს იყო ამ პროცესის მიზანი და შედეგი. პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები. მორჩა კინო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.