იმპიჩმენტის საქმე - სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის წარმომადგენლები 18:00 საათზე უპასუხებენ

16.10.23 16:20
იმპიჩმენტის საქმე - სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის წარმომადგენლები 18:00 საათზე უპასუხებენ

პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დამრღვევად ცნო - პირველი შეფასებები სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლების მხრიდან 18:00 საათზე გახდება ცნობილი.

მაია კოპალეიშვილი და თამარ ჩუგოშვილი, სავარაუდოდ, პრეზიდენტის პოზიციას გაახმოვანებენ. ისინი სწორედ ათონელის რეზიდენციიდან უპასუხებენ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

ოფიციალურ შეფასებამდე, პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა "პირველებთან" აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსგან სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებას ელოდა, რაც რეალურად არ მოხდა. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.